ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისმის შეძახილები - „გაუმარჯოს საქართველოს“, „გაუმარჯოს ერთიანობას“.
მანამდე კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.