პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათია „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავენ. პარალელურად, 19:00 საათიდან, უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოსთან დაიწყო აქცია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
აქციას მსვლელობით შეუერთდნენ რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი თსუ-ის და ილიაუნის სტუდენტები.
30 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც განაცხადეს, რომ ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განიხილავს პლენარულ სხდომაზე. სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააანონსეს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.