ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამ წუთებში შეკრებილებს ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, სიტყვით გამოვა 20-მდე გამომსვლელი, რის შემდეგაც მომიტინგეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
"ჩვენი ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხვალინდელ აქციას ხელისუფლებამ დაარქვა "მამული, ენა სარწმუნოება". ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა, სარწმუნოება", - მიმართა აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამასთან, აქციის დაწყებისას შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.