არქივი1 იანვარი 2025, 21:39
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა უნდა განაგრძონ, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი არის დასაცავი.
აქციის მონაწილეების თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ და პროტესტს ყოველდღიურად გამოხატავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.