პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა, კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ცოტა ხნის წინ აქციას ემიგრანტების მარში შეუერთდა. მარშის მონაწილეები პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი. მთავარი მოთხოვნა კი ისევ უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარლამენტის წინ აქცია უკვე 32-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო