პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მიმდებარე ტერიტორია რკინის ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი წუხანდელი აქციის დასრულებიდან, დაახლოებით 2 საათში დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა