პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხეს აწყობენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები. ადგილზე კონსტრუქციები დაახლოებით 2 საათის წინ მიიტანეს. აღნიშნულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქტივისტი მაკუნა გოჩიტაშვილი ავრცელებს.
“ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის”, – განუცხადა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა “რადიო თავისუფლებას” პირდაპირ ჩართვაში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა