არქივი14 აპრილი 2025, 08:20
პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას ელოდება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზეა დაბარებული.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.
მივა თუ არა გახარია პარლამენტში, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ოფისში 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.