პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია არიან დაბარებული

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 11 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია არიან დაბარებული.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„11 აპრილს დაბარებულები არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, ორივესთვის ცნობილია. დადასტურებული აქვთ, რომ იციან, რომ მოწვეულნი არიან კომისიის წინაშე. ასევე, გვყავს მოწვეული სოსო რობაქიძე, რომელიც არის ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა. ასევე, ჩვენ მოვისმენთ აფრასიძეების ცნობილ საქმეს“, -განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი