ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც, პარტიულის სიის პირველი ნომერი

პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც, პარტიულის სიის პირველი ნომერი

25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა, - რასაც პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
„ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები 11 საათიდან შეიკრიბნენ.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
პარლამენტის სხდომა გახსნა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ.
პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
ის სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
· „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
· მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
· მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.