არქივი25 ნოემბერი, 2024, 12:55
ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
პარლამენტის პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ გახსნა.
პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ესწრებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პირველ სხდომას არ ესწრება არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პირველი სხდომის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.