ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ - სპეცრაზმი ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ - სპეცრაზმი ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს.
ასევე, ისმის გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. სპეცრაზმი პერიმეტრის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს.
პოლიციის ქმედების მიუხედავად, შეკრებილები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ. ასევე, პოლიციის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას.
ცნობისთვის, მანამდე პოლიციამ წყლის ჭავლი პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც გამოიყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.