არქივი29 ნოემბერი, 2024, 23:35
პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს აკავებენ

9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.
ადგილზე კვლავ დაძაბულობაა. აქციის მონაწილეები აგრძელებენ გაურკვეველი საგნების სროლას სამართალდამცველების მიმართულებით. მათ პარლამენტის ჭიშკართან ნაგვის ურნა მიიტანეს, რათა წყლის ჭავლის ნაკადი შეეკავებინათ. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი საშუალებები და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „რუსებო, რუსებო“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.