პარლამენტის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს – თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული

პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გარდა ამისა, წყლის ჭავლის მანქანაა განლაგებული თავისუფლების მოედანზეც.
პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის შესვლას შენობის გარეთ, უკანა მხარეს მყოფი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: “რუსებო” “მონებო”.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება პარლამენტის უკანა ეზოსთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, პარალელურად კი, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინა მხრიდან.
მოქალაქეები უკვე მესამე დღე აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, რომელსაც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?