პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმია განთავსებული. სპეცრაზმელები ადგილზე განთავსებულ ავტობუსებში იმყოფებიან. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

გარდა ამისა, სამართალდამცავთა მობილიზებაა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც.

როგორც ცნობილი ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამაგრებული არიან უშუალოდ პარლამენტის ეზოშიც.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე წუთში სამოქმედო გეგმის გაცხადებაა დაანონსებული.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.