არქივი19 მარტი, 2024, 14:43
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.
პარლამენტმა იონათამიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 83-ხმით აირჩია.
იონათამიშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც იმავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია.
ამასთან, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დაცვის ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ სარჯველაძეს შეუწყვიტა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.