ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს.
პარლამენტში გადაწყვეტილებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო. ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიცაა.
ამასთან, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს შეუწყვიტა, რომელიც ახლა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.