ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვდნენ, რომელიც პარლამენტთან "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.
დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი შეკამათება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ცოტა ხნის წინ ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც გაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.