პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ, ადგილზე ამ დროისთვის, სამი კარავია გაშლილი

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
ისმოდა შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“.
ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და „პარალონები“.
როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის გამზირზე იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი