ოპოზიცია ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტს აგრძელებს

ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24-საათიანი აქციის დრო ამოიწურა.
“ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე”,- აცხადებს მელია.
მისივე თქმით, ბრძოლა ახლა არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია