ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით მშვიდობის ხიდთან მივლენ

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით მშვიდობის ხიდთან მივლენ.
როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „დაფიონის“ წევრმა ზვიად ცეცხლაძემ შეკრებილებს განუცხადა, ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“ უნდა შეიცვალოს „არა რუსული რეჟიმით!“
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნევთ შეიცვალოს, მათ შორის, ლოზუნგი და საერთოდ ბრძოლის წესიც, რადგან ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ვართ და რეპრესიული მანქანის ამუშავება, მხოლოდ დროის საკითხია. ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს ლოზუნგი და უნდა გახდეს არა “რუსულ კანონს”, არამედ „არა რუსულ რეჟიმს“, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მარიონეტული რეჟიმი და არა ხელისუფლება.
ბრძოლას ვხედავთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში, რაც საერთაშორისო სამართლით ნებადართულია.
უფრო მეტი ბრძოლა და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რადგან ეს არის გენერალური ბრძოლა საქართველოს თავისუფლების გადარჩენისთვის”,- განაცხადა ორგანიზატორმა.
როგორც ცეცხლაძემ განაცხადა, მშვიდობის ხიდზე გაშლიან სპეციალურ ბანერს, სადაც “მესიჯ ბოქსი” იქნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.