ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქცია დაიწყო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. აღნიშნულ აქციას მსვლელობით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი მსვლელობით შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ჯერ თსუ-სთან, ხოლო შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, უცნობია რა გეგმები აქვთ აქციის მონაწილეებს.
რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის პარალელურად 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.