არქივი16 მაისი, 2024, 16:55
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობას.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსგან 17:00 საათიდან იკრიბებოდნენ.
შეკრებილ მოქალაქეებს ახლა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც ფილარმონიიდან მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ, შემდეგ კი, კვლავ მსვლელობით, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი ერთად შეასრულეს.
სტუდენტებს საპროტესტო ბანერები, საქართველოსა და ევროკავშირის, ასევე, თავიანთი უნივერსიტეტების დროშები აქვთ მომარჯვებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.