პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქცია განახლდა.

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, მსვლელობით შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიიდან ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ აქციას მართავენ.

თავდაპირველად მსველეობის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან სოლიდარობისთვის მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით – „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს.

ასევე, ადგილზე მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები, მათ შორის, საქართველოს, უკრაინის, -სა და ევროკავშირის დროშები.

შაბათის ტრადიციული მარში დღეს მედიის მხარდაჭერას მიეძღვნა.

პროტესტში მყოფი მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე