აქცია რუსთავში — მოქალაქეები მიწებზე საკუთრების უფლების დაბრუნებას მოითხოვენ

რუსთავში აქციაა. მოქალაქეები იალ-ღუჯიის მთად წოდებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწები მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფომ გაასხვისა და მათ საკუთრებაზე სარგებელი ვერ მიიღეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლებია საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვენ და შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ელოდებიან.

40 წლია მამაჩემი მშენებლობაზე მუშაობდა და იქიდან მიიღო ორი ნაკვეთი. გავიგეთ, რომ უნდა დაიწყოს უფასო გაზომვები, ჩვენ ახლა დავინტერესდით, რომ ეს ჩვენი მიწები გავიფორმოთ, იმიტომ, რომ საბუთები გვაქვს – მებაღის წიგნაკები გვაქვს ყველას. 12 ათასი ნაკვეთია და არავის აქვს გაფორმებული, იმიტომ, რომ არ გვიფორმებენ. გაყიდულია, ზედდებაშია სახელმწიფოს და ვარტ ასე… მერმა ჯერ გვითხრა, რომ მარნეულის არის, მერე საბუთებით აღმოჩნდა, რომ მარნეულმა დიდი ხანია გადმოსცა რუსთავს. ჯერ გვითხრეს, მაგას მივხედავთო, იყო ჩვენი ერთი ჯგუფი მერთან შევედრაზე, დაგვპირდა. დაპირება დარჩა ჰაერში, – ამბობს მოქალაქე. 

სულ რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უწყებასთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან შესახვედრად მერიაში შეიყვანეს.