პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციის 157-ე დღესაც გადაიკეტა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პარალელურად, სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებენ.
მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.