არქივი28 აპრილი, 2025, 21:36
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პროტესტის 152-ე დღეს, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.