ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ტერიტორიაზე პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ტერიტორიაზე პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.
საავტომობილო გზის პერიმეტრზე კი პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
დღესაც, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.