რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 12:00 საათიდან განახლდება
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 16 აპრილს 12:00 საათიდან განახლდება. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს უთხრეს.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, ხვალ გავა.
კანონის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. განხილვის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობდა.
19:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 ადამიანი დააკავეს.
ადგილზე ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.