ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის უკვე გადაკეტეს.
მათ ადგილზე საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით- "სიყვარულით ვდგავართ... ვერ შეგვაშინებთ!"
საპროტესტო აქციის პარალელურად, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც არიან მობილიზებული, რომლებსაც 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.