ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ლოზუნგით - „უთანასწორობა უსამართლობაა“, რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის მონაწილეები შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ლოზუნგით - „უთანასწორობა უსამართლობაა“, რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის მონაწილეები შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ლოზუნგით - „უთანასწორობა უსამართლობაა“, რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის მონაწილეები შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - „ძირს რუსული რეჟიმი“, „ძირს ოლიგარქია“, „ძირს უსამართლობა“. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც ერთი მხრივ სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების ყოველთვიური დახმარების ოდენობაა ასახული, მეორე მხრივ კი - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელფასები.
ასევე მათ აქვთ ბანერები წარწერებით: „სიმართლე მშიერი ბავშვების თვალებშია“, „საქართველოში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს”.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.