ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეების ნაწილმა ევროპის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა

აქციის მონაწილეების ნაწილმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა.
ევროპის მოედანზე აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტთან გადანაცვლების შესახებ მოწოდება არ გაკეთებულა, თუმცა მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა პარლამენტთან წასვლა.
რაც შეეხება ევროპის მოედანზე გაკეთებულ მოწოდებას, სიტყვით გამომსვლელებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს, რომ ხვალ პარლამენტის შენობასთან ღამე გაათენონ და ამგვარად მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.