არქივი16 აპრილი, 2024, 20:52
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო".
სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებული აქვთ ჩიტაძის ქუჩა. მომიტინგეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე და პარლამენტის წინ რჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.