არქივი20 დეკემბერი, 2025, 21:40
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს. თავისუფლების მოედნიდან პარლამენტთან დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს პოლიციელები გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნული მოწოდებისას დააკავეს ისაკო დევიძე.
პოლიციელებმა აქციის ყველა მონაწილე პარლამენტის წინა სივრცეში გადაიყვანეს და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ამ დროისთვის საავტომობილო გზის პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.