დედაქალაქი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს” მასპინძლობს, რომელიც პიანისტ ნოდარ გაბუნიას მიეძღვნება

ორი სიმფონიის, სამი საფორტეპიანო კონცერტისა და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებების ავტორის 90 წლის იუბილე თბილისში და საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ცნობილ ქართველ კომპოზიტორსა და პიანისტს ნოდარ გაბუნიას მიეძღვნება. დედაქალაქი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს” მასპინძლობს, სადაც კომპოზიტორის ცნობილ კომპოზიციებს მისი შვილი შეასრულებს.
ნოდარ გაბუნიას იუბილეს ფესტივალის პირველი დღე დაეთმობა და მასში მონაწილეობას მისი შვილისა და ქართველი არტისტების გარდა, უცხოეთიდან ჩამოსული მუსიკოსებიც მიიღებენ. ნოდარ გაბუნიამ, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, პიანისტების არაერთი თაობა გამოზარდა და მუსიკა დაწერა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა – “ვედრება” და “ნერგები”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე