პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ ხვალინდელ შეხვედრაზე აშშ-ს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ

პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე აშშ-ს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელიც ხვალ, 6 იანვარს პარიზში გაიმართება, აშშ-ის სახელით მონაწილეობას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მიიღებენ.
შეხვედრაზე ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით დაგეგმილ შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც დაესწრება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.