ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება - შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ

დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება - შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ

დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს.
შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
გამოცემის ცნობით, ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.
ასევე, ლიდერები რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.