არქივი1 აპრილი, 2024, 09:51
პარიზი ჩინეთისგან „მკაფიო გზავნილებს“ ელის რუსეთის მიმართ
საფრანგეთის საგარეო საქმეა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ თავის კოლეგასთან პეკინში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარიზი პეკინისგან მოელის „მკაფიო გზავნილებს“ რუსეთის მიმართ უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ბოლო წლებში საფრანგეთი და ჩინეთი კავშირების გამტკიცებას ესწრაფვიან. თებერვალში პარიზში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, განუცხადა, რომ აფასებს მისი ქვეყნის „დამოუკიდებელ“ პოზიციას.
პარიზი ცდილობს პეკინზე ზეწოლას მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გამო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ გაძლიერდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.