არქივი16 თებერვალი, 2024, 09:25
პარამძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა დუბაის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს პარამძლეოსნობის ნაკრებმა დუბაის გრან-პრის გათამაშებაზე წარმატებულად იასპარეზა. პარამძლეოსანმა, დავით ჩანქსელიანმა ბირთვის კვრაში, F53 კლასში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგით დავით ჩანქსელიანმა იაპონიის მსოფლიო პარამძლეოსნობის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2024 წლის მაისში გაიმართება.
დუბაის გრან-პრიზე 71 ქვეყნის 560 პარასპორტსმენი მონაწილეობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.