ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოს გრან სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა.
ლიპარტელიანმა შუკურჯონ ამინოვა (უზბეკეთი), ფიდან ალიზადა (აზერბაიჯანი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი კრისტინა დეგუჩისთან (კანადა) დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მარიჩა პერიშიჩს (სერბეთი) დამატებით დროში ვაზარით სძლია.
მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ნინო ლოლაძემ (57 კგ), თემურ ნოზაძემ (60 კგ), ამირან დარბაისელმა (60 კგ), გიგი ოთიაშვილმა (66 კგ) და თორნიკე მაზნიაშვილმა (66 კგ).

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.