პაპუნა ჯანელიძე: “ოცნება” მეთოდურად აგრძელებს შიშის დანერგვას, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს!

საერთაშორისო საკითხების ექსპერტის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავებას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჯანელიძის შეფასებით, მსგავს ფაქტებზე საზოგადოების დუმილი მიუთითებს, რომ ხალხი დაშინებას “შეეგუა”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ყველა, ვინც არ აპირებს ამ შიშს შეეგუოს, უნდა გაერთიანდეს, – წერს პაპუნა ჯანელიძე.

ბუკა პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, სტუდენტებს იგივე მიზეზით აკავებენ, და საზოგადოების უდიდესი ნაწილი დუმილით ხვდება ამ ფაქტებს და თითქოს შეეგუა. ეს უფრო შიშთან შეგუებაა. ქართული ოცნება მეთოდურად და სწრაფი ნაბიჯით აგრძელებს შიშის დანერგვას. ეს შიში კი საზოგადოებას გაანადგურებს, თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა და ამ შიშს თვალებში არ ჩახედა. აქ აღარ არის გემოვნების საკითხი, ვინ მოგწონს პოლიტიკურად და ვინ არა. ყველა, ვინც არ აპირებს ამ შიშს შეეგუოს, უნდა გაერთიანდეს, – წერს პაპუნა ჯანელიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან