ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში

პაპუაშვილი: წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში
"გავიდა 17 წელი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა. გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ დაახლოების თვალსაზრისით... წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში აყენებენ საქართველოს. უკრაინასთან დაკავშირებით ხომ გესმის განცხადებები, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. 3 წელია იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდე ნატოს წევრი. მიამიტი არც ქართველი და უკრაინელი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში რომ გყავს ერები, მიუღებელია. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ დაიჯეროს ლამაზი სიტყვები:“ღია კართან გეპატიჟებით“, „გელით“... არანაირი „ღია კარი“ და „მიპატიჟება“ არ უნდა, უნდა გადაწყვეტილებები... ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზეა,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე.
გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარებით ძალიან შეშფოთებულები არიან.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.