ვფიქრობ, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამსჯელო არის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გასაგები არის მშობლების წუხილი და სურვილი, რომ იქნას გამონახული გზები მკურნალობისა. მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო არის, რომ არ ავნო. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება სახელმწიფოზეც და აქედან გამომდინარე, ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს.
აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა, ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მთავარი პრინციპი, საიდანაც ამოდის სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში არის რომ არ ავნო. ისე უნდა მივუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგები. ვიცით, რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა რისკი გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმაც.