პაპუაშვილი ბარიერზე: ზოგიერთი ოპოზიციური პარტია 5%-ის აწევასაც ითხოვს

ეს საკითხი უნდა დაიხუროს, გუშინაც ვთქვი, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ბარიერზე, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს 5%-ის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს თემა დახურულია მათთვისაც. გადამწყვეტი არ არის ბარიერი, მათ შორის, არც 2012 წელს არ ყოფილა გადამწყვეტი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო 11 წლის განმავლობაში რაც არის, კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024-ში.
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ ავუხსნა, უკვე ვეღარ ვხვდები ოპოზიციურ პარტიებს, როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ დაუჭერს – ეს არის აქსიომა.
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ექვს ოპოზიციურ პარტიას – ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, გირჩი, ანა დოლიძის ხალხისთვის და გიორგი გახარიას საქართველოსთვის “პრობლემა არ აქვს” 5%-იან ბარიერზე.