გადამწყვეტი არის არა ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება – ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს – შალვა პაპუაშვილი

ბარიერის საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთ პროცენტთან, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს, ამიტომ, ვფიქრობ, ეს თემა დახურულია მათთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს.
“გადამწყვეტი არის არა ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო ათი წლის განმავლობაში რაც არის, ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024 წელს. ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა. როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს, ეს არის აქსიომა, ელემენტარული ჭეშმარიტება. ვინც არის ანტიქართულ პლატფორმაზე და ემტერება საკუთარ ხალხს, მას ხალხი არ აძლევს ხმას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბარიერი პრობლემა არ არის, ევროკავშირი აცხადებს, რომ ხუთი პროცენტი არის ადეკვატური. ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ევროკავშირი ითხოვს საქართველოში ბარიერის დაწევას. ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია. ამიტომ, პირველი რეკომენდაციის ხათრით, ყველას მოგიწოდებთ, ანტიევროპულ დეზინფორმაციებს ბარიერთან დაკავშირებით, შევეშვათ. ეს საზოგადოებაში იწვევს გაბრაზებას, რატომ შეიძლება, ვინმემ მოითხოვოს ბარიერის დაწევა და შეიძლება, იწვევდეს ნეგატიურ განწყობებს ევროკავშირთან დაკავშირებით. ყველა, ვინც დღეს ამბობს, თითქოს ევროკავშირი ითხოვს ბარიერის დაწევას, სინამდვილეში ეწევა ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი