პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ აშშ-ის შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობის გადატვირთვისკენ იქნება მიმართული

რა სიახლეებს ელოდება ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში “ქართული ოცნება“ – შალვა პაპუაშვილის თქმით, მარკო რუბიოს ზარის იმის ნიშანია, რომ 2 ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზე ავიდა.

მეტი კონკერტიკისგან ის თავს იკავებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ქართული მხარე ყველა ფორმატში მუშაობისთვის არის მზად და მოლოდინი აქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც მთავარი ინდიკატორი, აღდგება აშშ-თან.

მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა.

ის რომ შედგა საუბარი სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის, ურთიერთობა მაღლ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. აპრილში ველოდებით, რომ ამ საუბრის შედეგად, მათ შორის იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობის გადატვირთვისკენ მიმართული. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ვიზიტები გახშირებულია, სხვადასხვა დონის, შინაარის, თუმცა ერთი მიზნის, რომ ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელშიც მთავარი წილი აშშ-ის წინა ადმინისტრაციას მიუძღვის, ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. მიზანი არის აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის არსებობა, რომელიც იქნება დამყარებული ურთიერთინტერესზე, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის ინდიკატორი, რომელიც ჩვენ ყველაზე ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან