ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ–თან ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა – პაპუაშვილი

6
ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, აშშ–თან ურთიერთობაზე საუბრისას, ამბობს:
ის რომ შედგა საუბარი სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის, ურთიერთობა მაღლ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. აპრილში ველოდებით, რომ ამ საუბრის შედეგად, მათ შორის იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობის გადატვირთვისკენ მიმართული. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ვიზიტები გახშირებულია, სხვადასხვა დონის, შინაარის, თუმცა ერთი მიზნის, რომ ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელშიც მთავარი წილი აშშ-ის წინა ადმინისტრაციას მიუძღვის, ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. მიზანი არის აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის არსებობა, რომელიც იქნება დამყარებული ურთიერთინტერესზე, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის ინდიკატორი, რომელიც ჩვენ ყველაზე ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.