ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალესტინის სახელმწიფო ესპანეთმა და ირლანდიამაც აღიარეს

ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
ესპანეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პილარ ალეგრიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, რასაც ერთი მიზანი აქვს: დაეხმაროს ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობის მიღწევაში.
ირლანდიის მთავრობამ ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.
„მთავრობა პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს და დუბლინსა და რამალას შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდა“, - ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდმა განაცხადა, რომ 30 წელზე მეტია ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცველია
„დღეს, როდესაც ნორვეგია ოფიციალურად აღიარებს პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, ეს არის ნორვეგიისა და პალესტინის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.