ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგიის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფო ესპანეთმა და ირლანდიამაც აღიარეს

ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები ავრცელებენ.
„დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი აცხადებენ, რომ ჩვენ პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ. თითოეული ჩვენგანი ახლა ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით კი, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ მისი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.
შეგახსენებთ, დღეს, პალესტინის სახელმწიფო ნორვეგიამაც აღიარა, ხოლო ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან ელჩები გაიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.