პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველი – მაჰმუდ აბასი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს, მაგრამ არა საჯაროდ

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს, მაგრამ არა საჯაროდ, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაჰმუდ ჰაბაშმა The Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მსოფლიო ლიდერებთან 70-ზე მეტი სატელეფონო ზარისა და შეხვედრის დროს, იყო ეს თუ ნიკოლას მადურო, პრეზიდენტი აბასი ყოველთვის აღნიშნავს, რომ იგი ეწინააღმდეგება იმას, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გააკეთა და რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს“, – განაცხადა მაჰმუდ ჰაბაშმა.
მაჰმუდ ჰაბაშმა აღნიშნა, რომ სანამ ღაზაში ომი გრძელდება პალესტინის პრეზიდენტი „ჰამასის“ საჯაროდ დაგმობას არ აპირებს.
„რომ არა ს აგრესია ღაზას წინააღმდეგ, პრეზიდენტი აბასი „ჰამასს“ არაერთხელ დაგმობდა, მაგრამ როგორც კი ისრაელის აგრესია დაიწყო და გაგრძელდა, მისთვის ან რომელიმე სხვა პალესტინელი ლიდერისთვის „ჰამასის“ საჯაროდ დაგმობის მოთხოვნა სისულელეა“, – აღნიშნა მაჰმუდ აბასის მრჩეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ